ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის ბიჭი თანაკლასელ გოგოს თავს დაესხა
ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ სკოლაში 14 წლის ბიჭი თანაკლასელ გოგოს თავს დაესხა

ოკლაჰომას ქალაქ ლუთერში, სკოლის ერთ-ერთ აუდიტორიაში 14 წლის მოსწავლე თანაკლასელ გოგოს ცივი იარაღით თავს დაესხა. გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.

თავდასხმის მოტივი უცნობია. თავდამსხმელი მოსწავლე დაკავებულია.

Fox News-ის ინფორმაციით, ლუთერის საჯარო სკოლაში განიხილავენ ვერსიას, რომ თავდამსხმელი ბიჭი, რომლის სახელსა და გვარს მედია არ ასაჯაროებს, მის თანაკლასელ გოგოს ავიწროებდა.

ინტერვიუში მოწმეებმა აღნიშნეს, რომ თავდასხმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.