„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით ქუთაისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს
„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით ქუთაისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით, ქუთაისში აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის წინ შეიკრიბნენ. ისინი მოქალაქეებს მრავალშვილიანობისა და პატრიარქის შეგონებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ.

აქციის ორგანიზატორია ჩოხოსანთა საზოგადოება.

აქციის მონაწილეები ბაგრატის ტაძრის მიმართულებით ფეხით მსვლელობასაც მოაწყობენ, სადაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე 30 წყვილს ჯვარს დაწერს.