მსვლელობის მონაწილეები ვარდების მოედნიდან ქაშუეთის მიმართულებით დაიძრნენ
მსვლელობის მონაწილეები ვარდების მოედნიდან ქაშუეთის მიმართულებით დაიძრნენ

მსვლელობის მონაწილეები ვარდების მოედნიდან ქაშუეთის მიმართულებით დაიძრნენ. „ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან“ დაკავშირებით სასულიერო პირებისა და მრევლის ორ ნაკადს ქაშუეთის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში ელოდებიან, სადაც მათ 300-მდე მრავალშვილიანი შეუერთდება.

მსვლელობას, ტრადიციულად, სასულიერო პირები მიუძღვებიან. ისინი აწყურის ღვთისმშობლისა და ანდრია პირველწოდებულის ხატებს გადააბრძანებენ, რომელთა მოგზაურობაც საქართველოში 10 მაისს დაიწყო და დღეს სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც ილია მეორე საღვთო ლიტურგიას აღავლენს.

„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე“ საზეიმო ღონისძიებებით საქართველოში უკვე მეხუთე წელია, აღინიშნება. დღეს ამ თარიღს ამაღლების დღესასწაულიც დაემთხვა.