ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა [ფოტო, ვიდეო]
15:27, 17.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა.
თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად პარაკლისი აღასრულა.
ქაშვეთთან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი საზეიმო ლოცვითი მსვლელობით მივიდნენ სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც სამადლობელი პარაკლისი სრულდება.
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
დედაქალაქის გარდა, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რეგიონებშიც გაიმართა.