ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა მიმდინარეობს, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ
13:38, 17.05.2024
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა მიმდინარეობს.
თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისი აღასრულა.
ქაშვეთთან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი ახლა საზეიმო ლოცვითი მსვლელობით მიემართებიან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.
მსვლელობაში მონაწილეობენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.