ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძარში პარაკლისი მიმდინარეობს, რომელსაც მიტროპოლიტი შიო ატარებს.
პარაკლისის შემდეგ ქაშუეთიდან სამების საკათედრო ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა გაიმართება. პარაკლისი შესრულდება სამებაშიც.
ოჯახის სიწმინდის დღე, უკვე მეათე წელია, აღინიშნება.
2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.