ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისი აღევლინება
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად სამღვდელოება და მრევლია შეკრებილი. სასულიერო პირები ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისს აღავლენენ, რის შემდეგაც სამების მიმართულებით მსვლელობას დაიწყებენ.
ღონისძიება სამღვდელოების მიერაა ორგანიზებული. პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს შორის იმყოფებიან „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია და ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე.
პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებლებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ამასთან, მათ ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც გააკეთეს კომენტარი. მათი თქმით, ლგბტქ-თემის მიმართ ძალადობა დაუშვებელია, თუმცა აღნიშნულ თემს მოუწოდეს, ნუ ეცდებიან საკუთარი შეხედულებების საჯარო დემონსტრირებას.