ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 366 678 აცრაა ჩატარებული, 7 სექტემბერს აიცრა 27 011 პირი
8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 366 678 აცრა ჩატარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, 7 სექტემბერს აიცრა 27 011 პირი.
ამასთან, ერთი დოზით აცრილია 856 956 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 30.0 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 509 722, რაც მოზრდილი მოსახლეობის 17,8 პროცენტია.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 668 პაციენტი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 60 ინფიცირებული.