ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 235 386 აცრაა ჩატარებული, პირველ სექტემბერს აიცრა 23 916 პირი
2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 235 386 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 1 სექტემბერს აიცრა 23 916 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 813 601 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.5 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 421 785, რაც მოზრდილი მოსახლეობის 14.8 პროცენტია.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 3 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 017 პაციენტი. გარდაიცვალა 81 ინფიცირებული.