ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 184 306 აცრაა ჩატარებული, 30 აგვისტოს აიცრა 25 670 პირი
31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 184 306 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 30 აგვისტოს აიცრა 25 670 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 790 542 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 27.7 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 393 764, რაც მოზრდილი მოსახლეობის 13.8 პროცენტია.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს,საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 753 პაციენტი. გარდაიცვალა 79 ინფიცირებული.