ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 095 069 აცრაა ჩატარებული, 26 აგვისტოს აიცრა 26 418 პირი
27 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 095 069 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 26 აგვისტოს აიცრა 26 418 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 749 754 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 345 315.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს,საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი. გარდაიცვალა 73 ინფიცირებული.