ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1 065 848 აცრაა ჩატარებული, 25 აგვისტოს აიცრა 26 700 პირი
26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 065 848 აცრა ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, 25 აგვისტოს აიცრა 26 700 პირი. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 734 112 ადამიანი, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 331 736.
რაც შეეხება ვირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებს, საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 611 პაციენტი. გარდაიცვალა 79 ინფიცირებული.