„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა სერხიო აგუერომ ოფიციალურად დაასრულა საფებურთო კარიერა.
33 წლის ფეხბურთელმა ამგვარი გადაწყვეტილება გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო მიიღო. ოქტომბრის ბოლოს, „ალავესის“ წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის დროს, არგენტინელმა თავი ცუდად იგრძნო და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა ტაქიკარდიის დიაგნოზი დასვეს და ფეხბურთელს კარიერაში პაუზის აღება ურჩიეს.
აგუერო „ბარსელონაში“ 2021 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან კატალონურ კლუბში მხოლოდ ხუთი მატჩის ჩატარება მოასწრო და ერთი გოლი გაიტანა.
აგუეროს კარიერის განმავლობაში „ინდეპენდიენტეში“, „ატლეტიკოსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უთამაშია. მას მოგებული აქვს ევროპის ლიგა, უეფა-ს სუპერთასი, ინგლისის პრემიერლიგა, თასი და სუპერთასი, კოპა ამერიკა და ოლიმპიური თამაშები.