აკი ბაშო, მესამე დრის შეჯამება – სეკივაკე მიტაკეუმი, რომელიც ოძეკის წოდების მიღებისთვის იბრძვის ძალიან მოტივირებულია. ნორმატივამდე ანუ სამ ბაშოზე 33 მოგებამდე მას მხოლოდ 10 გამარჯვება სჭირდება და თუ შეასრულებს, დიდი ალბათობით, ოძეკიც გახდება. პრესტიჟული წოდებისკენ მიმავალ გზაზე, აკი ბაშოს მესამე დღეს მას გზაზე ტაკანოშო გადაეღობა. ტაკანოშომ სამ დღეში ბაშოს ორი ფავორიტის, ოძეკ ასანოიამასა და სეკივაკე მიტაკეუმის დამარცხება მოახერხა.
კვლავ დაუმარცხებელია სეკივაკე შოდაი. ის კომოსუბი ენდოს შეხვდა, რომელმაც პირველ დღეს ასევე მოუგო ოძეკ ასანაოიამას, თუმცა, შემდეგ მიოგირიუსთან დამარცხდა. შოდაიმ თავიდანვე აგრესიულად შეუტია და მარტივად გაიფორმა ზედიზედ მე-3 გამარჯვება. ხვალ შოდაი მოქმედ ჩემპიონს, ტერონოფუჯის დაუპირისპირდება
პირველად დამარცხდა ოძეკი ტაკაკეიშო. გამოცდილ ჰოკუტოფუჯისთან ბაშოს ფავორიტმა თითქოს მოიპოვა უპირატესობა, თუმცა, შემდეგ კიდესთან მიმწყვდეული მეტოქის ჰატაკიკომით დამარცხდება სცადა, რაც, როგორც აღმოჩნდა შეცდომა იყო. მეტოქემ ეს კარგად გამოიყენა და ოძეკის ტურნირზე პირველი მარცხი აგემა
დღის ბოლო და ცენტრალურ შეხვედრაში დამარცხდა მეორე ოძეკიც. ასანოიამამ, რომელიც აშკარად არ არის სასურველ ფორმაში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ამჯერად ტერონოფუჯისთან. არადა ოძეკიმ შეჯახებისთანავე მოიპოვა უპირატესობა და მეტოქე დოჰიოს კიდესთანაც მიიყვანა, თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა ურთულესი სიტუაციიდან გამოსვლა შეძლო და ასანოიამა შესანიშნავი გდებით, უვატენაგეთი დაამარცხა.
სამი დღის შემდეგ, სანიაკუდან დაუმარცხებელი მხოლოდ სეკივაკე შოდაია. ბაშოს ლიდერები მასთან ერთად არიან რიგითი მაეგაშირები: კირიბაიამა, ჩიოტარიუ, ონოშო და ტობიძარუ, რაც ძალიან უჩვეულოა.
შეგახსენებთ, რომ აკი ბაშოს მესამე დღეს ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.