ოდირ-ის ანგარიში - 19 აპრილის შეთანხმების მიუხედავად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი
ოდირ-ის ანგარიში - 19 აპრილის შეთანხმების მიუხედავად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

ოდირ-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესი ხასიათდება ნაკლოვანებებით, მიუხედავად ბოლოდროინდელი გაუმჯობესებისა.

„უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წამოყენება საზოგადოებრივი ნდობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უკმარისობის გარემოში მიმდინარეობდა. ბოლო წლების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან გამოითქვა შეშფოთება საქართველოს სასამართლო სისტემის ეფექტურობისა და სამართლიანობის შესახებ, მათ შორის სასამართლო ზედამხედველობითი ორგანოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, რომელიც უფლებამოსილია, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს კანდიდატები წარუდგინოს. 2019 წელს უზენაეს სასამართლოში 14 მოსამართლის დანიშვნა, რომელსაც ეუთო/ოდირ-ი მეთვალყურეობდა, სამოქალაქო საზოგადოებამ და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა გააკრიტიკეს.

2019 წლის დანიშვნების შემდეგ, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში დარჩენილი და ახალი ვაკანსიების შევსება, 2020 წელს 11 ადგილისთვის ინიცირებული სამი დისკრეტული, თუმცა ნაწილობრივ თანმხვედრი პროცესის მეშვეობით გადაწყვიტა. ამასთან, დანიშვნის პროცესის განმავლობაში, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების სამართლებრივმა ჩარჩომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა პროცესის სამართლიანობასა და თანასწორუფლებიანობას.

გამჭვირვალობისა და მერიტოკრატიისადმი საზოგადოებრივი მოწოდებების და საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო/ოდირ-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საპასუხოდ, 2020 წლის სექტემბერში და 2021 წლის აპრილში პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა დასანიშნად, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა 2019 წელს მიღებული ცვლილებები. ვენეციის კომისიამ და საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანმა საერთაშორისო პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, ბოლო ცვლილებები შეაფასეს, როგორც ძირითადად პოზიტიური ზომები სამართალწარმოების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და თანასწორობის განმტკიცებისთვის, თუმცა აღნიშნეს, რომ ხარვეზები კანონმდებლობაში დარჩენილია. 2021 წლის 19 აპრილს, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად ამ საკითხების განხილვამდე შეაჩერებდნენ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების წარდგენას.

ამის მიუხედავად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე. შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განაგრძო კანდიდატების შერჩევა, მოსმენა და შეფასება 2021 წლის გაზაფხულის განმავლობაში პარალელურად მიმდინარე სამ კონკურსში. შერჩევის რაუნდებმა, რომლებიც ვაკანსიების დასაკავებლად ერთდროულად სამი განსხვავებული პროცესით მიმდინარეობდა, გაზარდა ეფექტურობა და ინტერესთა კონფლიქტი. ეუთო/ოდირ-მა აღნიშნა, რომ განაცხადის წარდგენის პროცესმა გამოიწვია კანდიდატთა მრავალფეროვნების სიმცირე, რაც გამოწვეულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმოქმედობით ვაკანსიის ფართოდ გავრცელების და კანდიდატების ფართო სპექტრის აქტიური წახალისების საკითხში; გარდა ამისა, შეშფოთება გამოითქვა სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ პირად და ოჯახურ ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – აღნიშნულია ორგანიზაციის შუალედურ ანგარიშში.

ასევე, აღნიშნულია, რომ ეუთო/ოდირ-ის მიერ შეფასებული პროცედურები, რომლებიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილ სააპლიკაციო ფორმებს, ბიოგრაფიას და გასაუბრებას, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

„პირველ კონკურსში (ჯამში ცხრა ვაკანსია), იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საჯარო მოსმენებზე 43 მოსამართლე გამოიკითხა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ ჩამოაყალიბა მკაფიო სტანდარტები და პრინციპები განაცხადის გარკვეული კომპონენტების ფორმატისა და თვით გასაუბრების შესახებ, რამაც გამოიწვია მოსმენების ხანგრძლივობის, სტრუქტურისა და ტონის ცვლილებები. გარდა ამისა, მოსმენების დაწყებისთანავე მიღებული პროცედურის წესები არასათანადო იყო, რომ უზრუნველეყო პირობების თანმიმდევრობა და სამართლიანობა. ამ შეუსაბამობამ ეჭვქვეშ დააყენა ამ პროცესში კანდიდატებისთვის წარმოდგენილი თანასწორობა და შესაძლოა, არსებითად დააზიანა წარმატების შანსები. ეუთო/ოდირ-ის დამკვირვებლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ზომები პროცესის გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად, მოსმენების შესახებ სათანადო შეტყობინება არ იყო მოწოდებული და ამან და ტექნიკურმა საკითხებმა შეზღუდა ამ ღონისძიებების ეფექტურობა.

შემადგენლობის ბოლოდროინდელი ცვლილებების მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირება კვლავ ხასიათდებოდა შიდა დაყოფით, რაც გამოიხატებოდა კანდიდატთა წამოყენების მთელი პროცესის განმავლობაში, ორგანოს კოლეგიალური ხასიათის დარღვევით და მის ეფექტურობასა და საზოგადოებრივ იმიჯზე გავლენის მოხდენით. მოსმენებს ხშირად პროფესიონალიზმის ნაკლებობა ახასიათებდა, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გააკრიტიკეს ერთმანეთი და კანდიდატები.

გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნისას ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, კანონი ითვალისწინებს მკაფიო მექანიზმებს, ეუთო/ოდირმა დაფიქსირდა შესაბამისი სტანდარტებისა და რეკომენდაციების მნიშვნელოვანი დარღვევები ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ჩატარებული სამი კონკურსის დროს, რამაც შეიძლება, შეარყიოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა. მათ შორის, ყველაზე მეტად საგანგაშო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მარცხი, რომელიც როგორც კანდიდატი მონაწილეობდა კანდიდატთა წარდგენის ერთ მიმდინარე პროცესში და თავი აარიდა დანარჩენ ორ პარალელურ კონკურსს. პროცესის შედეგად წარმოქმნილი სხვა პოტენციური ინტერესების კონფლიქტი არ იქნა შესაბამისად განხილული.

ეუთო/ოდირ-ის დამკვირვებლებმა, აღნიშნეს ახალი ცვლილებებით შეტანილი მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ ქულათა თვლის, რეიტინგის და კანდიდატთა წამოყენების საბოლოო ხმის მიცემის პროცესში, განსაკუთრებით ფარული კენჭისყრის აღმოფხვრის საკითხში; თუმცა, გარკვეული შეშფოთება კვლავ რჩება. მოსმენის პროცესის დასრულების შემდეგ, შეფასების პროცესში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულმა წევრმა თითოეული კანდიდატის შეფასებისა და ქულათა მინიჭების ფორმა შეავსო, წერილობითი დასაბუთებით, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შემფასებელთა ქულებისა და ვინაობის გამოქვეყნებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება და გააფართოვა კანდიდატების გასაჩივრების უფლება. თუმცა, მსჯელობის ტიპისა და ხარისხის მრავალფეროვნების გამო, გარკვეულმა შეფასებებმა არაადეკვატური განმარტება მიიღო.

ამ ქულების და შეფასებების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა საბოლოო სია და გამოაქვეყნა ცხრა საბოლოო კანდიდატის სახელი. ამის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეულმა წევრმა ღია სხდომაზე ხმა მისცა საბოლოო სიით შერჩეული კანდიდატების წამოყენების საკითხს, რომელთაგან ცხრავე 17 ივნისს იქნა წარდგენილი პარლამენტში, შესაბამისი წერილით. კანდიდატები წარდგენილ იყვნენ თითოეული წევრის წერილობითი დასაბუთებით, მის სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ – ეს კიდევ ერთი გაუმჯობესებაა ანგარიშვალდებულების საკითხში.

2021 წლის 9 ივლისის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში კანდიდატთა წამოყენების შეჩერების ვალდებულების საწინააღმდეგოდ, რასაც ევროკავშირის შუამდგომლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებს, წინა რეკომენდაციებისა და ხარვეზების გათვალისწინებით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოლოდინში, პარლამენტმა განიხილა ცხრა კანდიდატი და ემზადებოდა მათი დანიშვნების შესახებ კენჭისყრის გასაგრძელებლად“, – აღნიშნულია ეუთო/ოდირ-ის დასკვნაში.