ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
ოდესის რეგიონში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი საკუთარ ტელეგრამარხზე ავრცელებს.
„ღამით რუსულმა ჯარებმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ოთხი ადამიანი დაშავდა“, – წერს ოლეგ კიპერი.
კიპერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსების სამიზნეს სამოქალაქო და საპორტო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაკეტის ნამსხვრევებმა და აფეთქების ტალღამ ხანძარი გამოიწვია და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დააზიანა.