ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 73 ადამიანი
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 73 ადამიანი

ოდესაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 73 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი ავრცელებს.

16 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაღუპულთა შორის მედიკოსი და მაშველია. ისინი აფეთქების შემდეგ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, როდესაც კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანებულია სახლები, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი და ორი სახანძრო-სამაშველო მანქანა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა ოდესაზე ისკანდერის რაკეტებით მიიტანეს იერიში.