რუსეთმა მორიგი ავიაიერიში მიიტანა საპორტო ქალაქ ოდესაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რაკეტა ცხრასართულიან სახლს და დასასვენებელ ბაზას მოხვდა. შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 30 დაშავდა. დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.
სამაშველო ოპერაცია ღამით მიმდინარეობდა. იერიშის შედეგად დანგრეულია სახლის ერთი სადარბაზო. როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, ოდესაზე იერიში რუსეთის სტარატეგიულმა ბომბდამშენებმა შავი ზღვის საჰაერო სივრციდან მიიტანეს.
ამას გარდა, აფეთქებების ხმა გუშინ ღამით ისმოდა ხარკოვშიც. ჯერ დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ყველაზე რთული ვითარება რჩება უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. დონბასში უკრაინელებმა რუსეთის არმიის რამდენიმე იერიშის მოგერიება შეძლეს. ყველაზე რთული ვითარებაა ლუგანსკის ქალაქ ლისიჩასნკთან, რომლის დაბომბვაც ინტენსიურად მიმდინაროებს. არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი ქალაქ ბახმუტსა და სალავიანსკზეც განაახლებს შეტევას. სამხრეთის მიმართულებით, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო დღე ღამეში 35 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია შეძლეს. განადგურებულია სამხედრო ტექნიკა. მათ შორის 2 მოდერნიზებული ტანკი. რაც შეეხება კუნძულ ზმეინის, რომელიც რუსებმა გუშინ დატოვეს, რუსმა ჯარისკაცებმა ტერიტორია დანაღმეს. კუნძულზე განლაგებული ტექნიკის ნაწილი უკრაინელებმა გაანადგურეს, ხოლო ნაწილი თავად ოკუპანტებმა. ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები.