ოდესაში, ერთ-ერთ კოლეჯში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 26-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დაშავებულთაგან 11 ბავშვია.
ხანძარი კოლეჯის შენობაში დღის პირველ ნახევარში გაჩნდა და ის მალევე გავრცელდა. შენობიდან მალევე დაიწყო ადამიანების ევაკუაცია.
ადგილზე 120 მეხანძრე და 20 ერთეული ტექნიკა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.