ოდესაში, სასტუმროში ხანძრისას ცხრა ადამიანი დაიღუპა
ოდესაში, სასტუმროში ხანძრისას ცხრა ადამიანი დაიღუპა

ოდესაში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 10 დაშავდა. ცეცხლი სასტუმრო „ტოკიო სტარში“ 17 აგვისტოს, გვიან ღამით გაჩნდა. მეხანძრეებმა მისი ლიკვიდაცია სამ საათში შეძლეს. სულ დამწვარია 1000 კვადრატულზე მეტი ფართობი. ცეცხლის გაჩენის მომენტში სასტუმროში 200 ადამიანი იმყოფებოდა. 136 სტუმრის ევაკუაცია მოხერხდა. შვიდი ადამიანი მეხანძრეებმა იხსნეს.

სასტუმროში ცეცხლის გაჩენის ზუსტი მიზეზი უცნობია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით და გამოძიება გრძელდება. უკრაინის პრეზიდენტმა ოდესაში ხანძრის გამოძიების საქმე პირად კონტროლზე აიყვანა. სამართალდამცველებმა სასტუმროს მფლობელი უკვე დააკავეს.