2017 წლის ყველაზე პოპულარული პოსტი Twitter-ში არა დონალდ ტრამპს, არამედ მის წინამორბედ ბარაკ ობამას ეკუთვნის. მიკრობლოგის ადმინისტრაციამ ის პოსტები გაავრცელა, რომლებიც 2017 წელს ყველაზე მეტ ადამიანს მოეწონა და გაიზიარა. მათ შორის მოხვდა აშშ-ის ექსლიდერის სამი პოსტი. მიკრობლოგის მომხმარებლებს ყველაზე მეტად მოეწონათ ბარაკ ობამას მიერ 2017 წლის აგვისტოში დაწერილი პოსტი. მაშინ, როდესაც ვირჯინიაში რასისტების აქცია გაიმართა, ობამამ Twitter-ით გაავრცელა ფოტო, რომელზეც სხვადასხვა რასის წარმომადგენელ ბავშვებთან ერთადაა აღბეჭდილი.
ეს პოსტი მილიონობით ადამიანმა მოიწონა და გაიზიარა.
ყველაზე მეტად გაზიარებული პოსტების ათეულშიც ობამა ტრამპს ჯაბნის. მისი პოსტი, რომელშიც აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ამერიკელებს მოუწოდებს “დაიჯერონ, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ცვლილება”, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოსტი გახდა.
ეს ჩანაწერი ობამამ მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ორი კვირით ადრე გააკეთა.
რაც შეეხება აშშ-ის მოქმედ ლიდერს, თავის წინამორბედს მხოლოდ ერთ კომპონენტში ჯობნის – დონალდ ტრამპი ის ადამიანია, რომლის შესახებაც 2017 წელს მიკრობლოგში ყველაზე მეტი პოსტი დაწერეს.
წლის ყველაზე პოპულარულ და გაზიარებულ პოსტებს შორის მოხვდა მომღერალ არიანა გრანდეს ჩანაწერი, რომელიც მან მანჩესტერში მოწყობილი ტერაქტის შემდეგ გაავრცელა.
თუმცა პირველი ადგილი ერგო ნევადას 17 წლის მცხოვრებ კარტერ ვილკერსონს ეკუთვნის. მას ძალიან სურდა. Wendy’s-ის ჰკითხა თუ რამდენ ადამიანს უნდა გაეზიარებინა მისი პოსტი, თუ მას მთელი წელი ნაგეთსი უფასოდ მიეღო. სწრაფი კვების ობიექტის ადმინისტრაციამ 18 მილიონი გაზიარება მოითხოვა. მისი პოსტი ამ ეტაპზე 3 მილიონ ადამიანს აქვს გაზიარებული და წლის ყველაზე პოპულარული პოსტია.