ნუკრი ქანთარია - თელავის გალავანს ყიზილბაშებიდან დაწყებული ბევრი რამ ახსოვს და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს
თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს, ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 დეკემბერს თელავში დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაიგო ან არ სურს, გაიგოს, რომ არჩევნები დასრულდა და წააგეს.
„სხვაობა ორი პროცენტი რომ იყოს, დავფიქრდებოდი, მაგრამ არც ხუთია, არც ათია, ოცამდეა. თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს. თუ კონსტიტუციური ჩარჩოდან გავლენ, ადგილები მზად არის, მაგრამ სააკაშვილის მოწოდებებს არ იზიარებენ. თუ კონსტიტუციიდან გავლენ, ნებისმიერი ადამიანი პასუხს მიიღებს. აქციები ტრამპის ინაუგურაციასაც ახლდა”, – განაცხადა ქანთარიამ.
16 დეკემბერს თელავში არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ამავე დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციას გამართავს.