ნუკრი ქანთარია - ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, პროცესებს საღად და რეალურად უყურებს
აზრი გამიჩნდა, რომ ნიკა მელია ჭკუაში ჩაჯდა, პროცესებს საღად და რეალურად უყურებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.
ქანთარიას თქმით, დანარჩენები ისევ იქ არიან, სადაც იყვნენ და ფლორიდიდან გარკვეულ გზავნილებს ელოდებიან.
„ალბათ ზოგიერთი გამოფხიზლდა, კაცი, ოკეანის პირას ირუჯება, მე კანონი აქ უნდა დავარღვიო, ციხეში მოვხვდე, თავი გავიტეხო და ეგრე როგორ არისო?! მგონი, საღი აზრი იმარჯვებს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ 20 მაისს განაცხადა, რომ სამომავლო სტრატეგიაზე ერთიანი შეთანხმება უნდა არსებობს და მუდმივად რევოლუციაზე საუბარი არ უნდა იყოს.