ნუკრი ქანთარია - ცვლილებების დრო დგება, მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამ გააშიშვლა და ბევრი პრობლემა აჩვენა 
ნუკრი ქანთარია - ცვლილებების დრო დგება, მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამ გააშიშვლა და ბევრი პრობლემა აჩვენა 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, პროცესებიდან გამომდინარე, ცვლილებების დრო დგება.

როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, სამთავრობო ცვლილებების თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

„ყურში არავის უჩურჩულებია, სამთავრობო ცვლილებებზე. ვნახოთ, რა საკითხებს განვიხილავთ. უმრავლესობაში ასეთი შეხვედრა ხშირად ტარდება, ერთ-ერთი შეხვედრა დღესაა. პროცესებიდან გამომდინარე, ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი და რანაირად ამაზე ვერ ვისაუბრებ. ცვლილება შიგნით იქნება თუ ეს კადრების გადაადგილებას გამოიწვევს, ეს შესაძლებელი მგონია, რადგან გარკვეულ ეტაპზე, საჭიროა რაღაც განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამ გააშიშვლა და ბევრი პრობლემა აჩვენა, რაც საჭიროებს გადახედვას და არა თვალის დახუჭვას”, – განაცხადა ქანთარიამ.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში 15:00 საათზე დაიწყება.