ნუგზარ კვაშალი და ბესო ჩუბინიძე პარტია „ქართული ფესვების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან
პარტიამ „ქართული ფესვები“ ქვეყნის მასშტაბით ხუთი მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგინა.
როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, „ქართული ფესვები“ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ემიგრანტებმა დააარსეს. პარტიის შექმნის მიზანი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების გატარება იქნება.
მათივე ინფორმაციით, ისინი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კულტურის ლობისტები იქნებიან.
ქუთაისში პარტია „ქართული ფესვების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ნათია ჯიმშერეიშვილი, გურიაში ნუგზარ კვაშალი, რაჭა-ლეჩხუმში ნოდარ ლიპარტელიანი, ზემო აჭარა – ზურაბ ცინცქილაძე; რუსთავი – ბესო ჩუბინიძე.