ნუგზარ გასვიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა
ნუგზარ გასვიანმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ პირველ არხს თავად გასვიანმა დაუდასტურა.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო და შესაბამისი განცხადება დღეს დაწერა.

„პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე თანამდებობა. სახელმწიფო სამსახურიდან საერთოდ მივდივარ“, – განაცხადა ნუგზარ გასვიანმა.

ნუგზარ გასვიანი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ 2010 წლის 15 ივლისს დაინიშნა.