ნუცუბიძეზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
ნუცუბიძეზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, 28-ე კორპუსში ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დაკვამლიანება ბინაში, ერთ ოთახში იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახლში ამ დროს არავინ იმყოფებოდა. პირველ არხს ბინის მფლობელმა განუცხადა, რომ ბავშვმა სახლში სანთელი ანთებული დატოვა.

შემთხვევის ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძეც მივიდა.

საცხოვრებელ კორპუსთან სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.

 

 

ავტორი: შალვა წიტაიშვილი