თბილისში, ნუცუბიძეზე ხანძარია [ფოტო]
თბილისში, ნუცუბიძეზე ხანძარია [ფოტო]

თბილისში, ნუცუბიძის მეორე მკ/რნ-ში ხანძარია.

როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის საცხოვრებელი სახლის ორი სართული. მათივე ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 150 კვ.მ-ზეა გავრცელებული.

უწყების ინფორმაციით, ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.