ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება დაიწყო
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება აზერბაიჯანელი ბრალდებულების, მსჯავრდებულებისთვის ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას იწყებს.
როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 17-20-21 მარტის 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.