ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის მოლაპარაკებები ნინო ანანიაშვილთან.
„ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ვლადიმერ კეხმანის ნინო ანანიაშვილთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღებულია გადაწყვეტილება მანამდე დადებული კონტრაქქტის მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა გაავრცელა ინფორმაცია ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს შეჩერების შესახებ. „თეატრის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელის სახელის გასაჯაროება, კოლექტივისთვის მის ოფიციალურად წარდგენამდე, დასის არტისტებისადმი უპატივცემულობის უკიდურესი დონეა“, – აღნიშნული იყო განცხადებაში.
ქართველმა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებდა.