მეორე საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე ნინო ანანიაშვილი „რომეო და ჯულიეტაში” მთავარ პარტიას შეასრულებს

13:06, 17.03.2018

მეორე საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი სპექტაკლში „რომეო და ჯულიეტა” მთავარ პარტიას შეასრულებს.

საბალეტო ფესტივალი ივნისში გაიხსნება.

ნინო ანანიაშვილს პარტნიორობას მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი გაუწევს.

გომესი ქართველი პრიმა-ბალერინას მოწვევით თბილისში სპეციალურად ჩამოვა.

მსგავსი