ნოვე-მესტოში სპრინტი კაცებში დესტიემ, ხოლო ქალებში ეკჰოფმა მოიგეს | ბიატლონი #1TVSPORT
ჩეხეთის ქალაქ ნოვე-მესტოში, მსოფლიო თასის მერვე ეტაპზე სპრინტი მამაკაცთა და სპრინტი ქალთა შორის გაიმართა.
სპრინტი კაცთა შორის 10კმ-ზე ძალიან დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ, ფრანგი ბიატლონისტის, სიმონ დესტიეს გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილი დაიკავა და მას მხოლოდ ორი წამით ჩამორჩა შვედი სებასტიან სამუელსონი. მესამე ადგილზე კი გერმანელი არნდ ფაიფერი გავიდა.
სპრინტი ქალთა შორის 7.5 კმ-ზე მსოფლიო თასის საერთო ჩათვლის ლიდერმა, ნორვეგიელმა ტირილ ეკჰოფმა მოიგო. მეორე ადგილი უკრაინელმა იულია ჯიმამ დაიკავა, მესამეზე კი იტალიელი ლიზა ვიტოცი გავიდა.
დღეს, მსოფლიო თასის მერვე ეტაპის ბოლო ორი რბოლა გაიმართება – რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5კმ-ზე და რბოლა გამოდევნებით ქალებში 10კმ-ზე.