ნოვე-მესტოში ესტაფეტა კაცებში გერმანიამ მოიგო | ბიატლონი #1TVSPORT
ნოვე-მესტოში ესტაფეტა კაცებში გერმანიამ მოიგო | ბიატლონი #1TVSPORT

ჩეხეთის ქალაქ ნოვე-მესტოში, მსოფლიო თასის მერვე ეტაპზე ესტაფეტა კაცებში 4*7.5 კმ-ზე გაიმართა.

რბოლა ძალიან დიდი უპირატესობით გერმანიის ეროვნულმა გუნდმა მოიგო. მეორე ადგილზე გასულ რუსეთის ნაკრებს მათ თითქმის წუთნახევრით აჯობეს. მესამე ადგილი კი ნორვეგიის ძლიერმა ნაკრებმა დაიკავა.

გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში შემდეგმა ბიატლონისტებმა იასპარეზეს – ლესერი, დოლი, ფაიფერი და ნავრატი.

დღეს მსოფლიო თასზე ორი რბოლა გაიმართება – სპრიტი კაცებში 10 კმ-ზე და სპრინტი ქალებში 7.5 კმ-ზე.