ნოვაკ ჯოკოვიჩს ახალი მწვრთნელი ჰყავს
ნოვაკ ჯოკოვიჩს ახალი მწვრთნელი ჰყავს

მსოფლიოს ყოფილმა მერვე ჩოგანმა, ჩეხმა რადეკ შტეპანეკმა ​კარიერა გასულ კვირას დაასრულა, გუშინ კი გამოცხადდა, რომ ის ნოვაკ ჯოკოვიჩის სამწვრთნელო შტაბში შეიყვანეს და სერბი ჩოგბურთელის მეორე მწვრთნელი იქნება.

38 წლის შტეპანეკი, რომელიც ჯოკოვიჩთან ურთიერთშეხვედრებში 1:13-ს აგებს, ამერიკელ ანდრე აგასისთან ერთად იმუშავებს.

ჯოკოვიჩი, რომელმაც 2017 წლის სეზონის მეორე ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, კორტზე ხუთ კვირაში დაბრუნდება. ეს მოხდება აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე.

უკვე ცნობილია სატურნირო ბადე: ჯოკოვიჩი 29 დეკემბერს, ნახევარფინალში შეხვდება ავსტრიელ დომინიკ ტიმსა და კანადელ მილოშ რაონიჩს შორის გამარჯვებულს. რაფაელ ნადალიც პირდაპირ ნახევარფინალიდან დაიწყებს გამოსვლას და ამ ეტაპზე დაუპირისპირდება შვეიცარიელ სტენ ვავრინკასა და ესპანელ პაბლო კარენიო-ბუსტას შორის გამარჯვებულს. ფინალი 30 დეკემბერს არის დანიშნული.

პირველ ოფიციალურ ტურნირს ნოვაკ ჯოკოვიჩი დოჰაში – 2018 წლის პირველ კვირას ჩაატარებს.