ნორვეგიის სანაპიროსთან, საკრუიზო ლაინერიდან მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს.
ადგილობრვი მთავრობის ინფორმაციით, გემ „ვიკინგ სკაის” ძრავი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ლაინერი იძირება. სამაშველო ოპერაციაში ვერტფრემენებიც იღებენ მონაწილეობას.
გავრცელებული ცნობით, ხომალდიდან განგაშის სიგნალი ადგილობრივი დროით 14:00 საათზე მიიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდიდან 1300 ადამიანის ევაკუაცია მოხდა. რამდენიმე მგზავრი ჯერ კიდევ ბორტზე რჩება, თუმცა ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ისინი უსაფრთხოდ არიან და მაშველები მათაც მალე გამოიყვანენ. მათივე თქმით, სამაშველო ოპერაციას ძლიერი ქარი აფერხებს.