ნორვეგიის საგარეო უწყება - ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად კანონის მიღება საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციის გზას და ზიანს აყენებს პარტნიორებთან ურთიერთობას
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება.
„ფართო პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად „უცხოური აგენტების” შესახებ კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის გზას და ზიანს აყენებს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად, კანონი უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.