ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - შეშფოთებული ვართ თბილისში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ მიღებული ცნობებით
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - შეშფოთებული ვართ თბილისში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ მიღებული ცნობებით

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.

როგორც განცახდებაშია ნათქვამი, მოუწოდებენ ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ძალადობისგან.

„ღრმად შეშფოთებული ვართ თბილისში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ მიღებული ცნობებით. მოვუწოდებთ ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტისა და შეკრების უფლება“, – ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.