ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – შეშფოთებული ვართ თბილისში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ მიღებული ცნობებით
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში მიმდინარე აქციებს ეხმაურება.
როგორც განცახდებაშია ნათქვამი, მოუწოდებენ ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ძალადობისგან.
„ღრმად შეშფოთებული ვართ თბილისში მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ მიღებული ცნობებით. მოვუწოდებთ ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ძალადობისგან და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტისა და შეკრების უფლება“, – ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
Deeply concerned by reports of disproportionate use of force against peaceful protesters in Tbilisi.
We urge all actors to refrain from violence, and call on Georgia’s government to uphold the right to peaceful protest and assembly.
— Norway MFA (@NorwayMFA) May 1, 2024