ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - პალესტინის ადმინისტრაცია, შეიძლება, უახლოეს თვეებში ჩამოიშალოს
პალესტინის ადმინისტრაცია, შეიძლება, უახლოეს თვეებში ჩამოიშალოს, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბართ ეიდემ განაცხადა.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის მიზეზად დაასახელა დაფინანსების ნაკლებობა, ძალადობის გაგრძელება და ის ფაქტი, რომ ნახევარ მილიონ პალესტინელს არ ეძლევა ისრაელში მუშაობის საშუალება.
„სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. პალესტინის ადმინისტრაცია, რომელთანაც მჭიდროდ ვმუშაობთ, გვაფრხილებს, რომ ამ ზაფხულს შეძლება ჩამოიშალოს. თუ ის დაეცემა, შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი ღაზა, რაც იქნება საშინელება ყველასთვის, მათ შორის ისრაელის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ნორვეგიელმა დიპლომატმა.
ნორვეგია პალესტინელთა დახმარების საერთაშორისო დონორთა ჯგუფის თავმჯდომარე და პალესტინის ადმინისტრაციის მხარდამჭერია.