ნორვეგიის პრინცესის, მეტე-მერიტის შვილი მარიუს ბორგ ჰოიბი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
ნორვეგიის პრინცესის, მეტე-მერიტის შვილი მარიუს ბორგ ჰოიბი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ნორვეგიის პრინცესის, მეტე-მერიტის შვილი, 27 წლის მარიუს ბორგ ჰოიბი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჰოიბის წინასწარი ერთკვირიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ნორვეგიის პოლიციის ცნობით, მამაკაცს ბრალი ედება სექსუალურ კავშირში ქალის მიმართ, რომელიც უგონო მდგომარეობაში იყო ან სხვა მიზეზებით არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ჰოიბი ოსლოს შემოგარენში 19 ნოემბერს დააკავეს, მის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.

ჰოიბი, რომელიც გაუპატიურების ბრალდებებს უარყოფს, ასევე ეჭვმიტანილია ოთხი სხვა პირის მიმართ დანაშაულის ჩადენაში. ამასთან, პოლიციაში აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ შედგენილია ოქმი მართვის მოქმედი მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვისთვის.

ნორვეგიის პრინცესის ვაჟს მანამდე ბრალი ჰქონდა წაყენებული ორი ყოფილი მეგობარი გოგონას წინააღმდეგ ძალადობის და მამაკაცის მიმართ მუქარის საქმეებზე.

ცნობისთვის, მარიუს ბორგ ჰოიბი არ ფლობს სამეფო ტიტულს ან ოფიციალურ უფლებამოსილებებს.