ნორვეგიის პოლიციამ პრემიერ-მინისტრი „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა
ნორვეგიის პოლიციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმა.
კერძოდ, დაჯარიმების მიზეზი პრემიერ-მინისტრის დაბადების დღის აღსანიშნავად საოჯახო შეკრების ორგანიზება გახდა.
როგორც ნორვეგიის პოლიციის უფროსმა ოლე საევერუდმა განაცხადა, ჯარიმის ოდენობა 20 ათასს ნორვეგიულ კრონას (დაახლოებით 2 350 დოლარი) შეადგენს.
პრემიერ-მინისტრმა დაბადების დღის წვეულება ოჯახის 13 წევრის მონაწილეობით თებერვლის ბოლოს მთის კურორტზე მოაწყო იმის მიუხედავად, რომ მთავრობის დადგენილებით ქვეყანაში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიებები.
გასულ თვეს ერნა სოლბერგმა რეგულაციის დარღვევისთვის ბოდიში მოიხადა.