ნორვეგიის პოლიცია აცხადებს, რომ ქალაქ კონგსბერგში თავდასხმა დიდი ალბათობით ტერაქტი იყო
ნორვეგიის პოლიცია აცხადებს, რომ ქალაქ კონგსბერგში თავდასხმა დიდი ალბათობით ტერაქტი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, 14 ოქტომბერს ქალაქ კონგსბერგში 37 წლის დანიის მოქალაქე მამაკაცი გამვლელებს მშვილდ-ისრით დაესხა თავს და ხუთი ადამიანი მოკლა. კიდევ სამი დაჭრილია.
როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, მამაკაცმა ცოტა ხნის წინ მიიღო ისლამი და პოლიცია მას მეთვალყურეობდა, რადგან მისი რადიკალიზაციის საფრთხე არსებობდა. ამასთან, თავდასხმის კონკრეტული მოტივი ჯერ არ სახელდება.
როგორც დაკავებული თავდამსხმელის ადვოკატები აცხადებენ, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიციასთან თანამშრომლობს. მან დანაშაული აღიარა და სავარაუდოდ თანამზრახველი არ ჰყოლია.