ნორვეგიის მთავრობა - სირიის გადაწყვეტილება, აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა
ნორვეგიის მთავრობა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ სირიის გადაწყვეტილებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს. ამის შესახებ ნათქვამია ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„29 მაისს სირიის გამოაცხადა, რომ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას გეგმავს. რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, საქართველოს ეს ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ. 31 მაისს, ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს შეხვედრაზე ნორვეგიამ და სხვა თანამოაზრე ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ორ სეპარატისტულ რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო სამართლით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევას წარმოადგენდა. სირიის გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობა, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ნორვეგიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი შენარჩუნებული იქნება“, – ნათქვამია ნორვეგიის მთავრობის განცხადებაში.