ნორვეგიაში სირიელი მოზარდი დააკავეს, რომელიც პოლიციის ვარაუდით, ტერაქტის მოწყობას გეგმავდა
ნორვეგიაში 16 წლის სირიელი მოზარდი დააკავეს, რომელიც პოლიციის ვარაუდით, ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ნორვეგიის პოლიციამ დაკავებულს ორკვირიანი პატიმრობა შეუფარდა.
ქვეყნის უსაფრთხოების პოლიციის სააგენტოს განცხადებით, არასრულწლოვანი ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილად დასახელდა.
„ის არ აღიარებს რაიმე სახის დანაშაულს“, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.
ადვოკატი პოლიციას მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
პოლიციას დაკავებულის სავარაუდო გეგმის დეტალების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.