ნორვეგიაში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა. ინციდენტის დროს მასზე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი გადაადგილდებოდა.
მაშველებმა ორივე მძღოლის გადარჩენა შეძლეს.
ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია 150 მეტრის სიგრძის ხიდის ჩამონგრევა.
მედიის ცნობით, ხიდი 2012 წელს არის აგებული და ბოლო შემოწმება გასულ წელს გაიარა.