ნორვეგიაში ქარიშხალ „ინგუნის” გამო განგაში გამოცხადდა.
მედიის ცნობით, დანგრეულია სახლის სახურავები, გათიშულია ელექტროენერგია, გაუქმებულია ფრენები.
როგორც ადგილობრივი მედია აცხადებს, არსებობს ზვავსაშიშროების რისკიც.
დაზიანდა რამდენიმე საავადმყოფოს სახურავიც, რის გამოც პაციენტებს კლინიკების დატოვება მოუწიათ.
ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ნორვეგიის მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ღამით ნორვეგიაში ქარის საშუალო სიჩქარის ახალი რეკორდი დაფიქსირდა.