ნორვეგიაში ქარიშხალ „ეშლის“ ებრძვიან, გაუქმებულია ავიარეისები, დახურულია სკოლები და ბაღები
ნორვეგიაში ქარიშხალ „ეშლის“ ებრძვიან, გაუქმებულია ავიარეისები, დახურულია სკოლები და ბაღები

ნორვეგიაში ძლიერი ქარის გამო საჰაერო და საზღვაო რეისების ნაწილი გაუქმებულია, ზოგიერთ ქალაქში დახურულია სკოლები და საბავშვო ბაღები, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ქარიშხალი, სახელად „ეშლი“, ნორვეგიის დასავლეთ ნაწილს დღეს დილით დაატყდა თავს, რის შედეგადაც რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ცნობისთვის, სტიქიას ებრძვიან საფრანგეთსა და იტალიაშიც. იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ემილია-რომანიას რეგიონში წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. სტიქიას ებრძვიან საფრანგეთშიც. ქვეყნის სამხრეთით მდებარე არდეშის დეპარტამენტში წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.