ნორვეგიაში მშვილდ-ისრით ხუთი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე დანიის მოქალაქე დააკავეს
ნორვეგიაში მშვილდ-ისრით ხუთი ადამიანის მკვლელობის ფაქტზე დანიის მოქალაქე დააკავეს

ნორვეგიაში მშვილდ-ისრით ხუთი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დანიის მოქალაქე 37 წლის მამაკაცია. ის სამართალდამცველებმა დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თავდასხმა ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში რამდენიმე რაიონში მოხდა. ხუთი გარდაცვლილის გარდა, დაშავებულია ორი ადამიანი, მათ შორის პოლიციის ოფიცერი.

პოლიციის განცხადებით, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა. ამასთან, მისი ქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად გამოძიება სწავლობს, უკავშირდება თუ არა თავდასხმა ტერორიზმს.

შემთხვევის შესახებ დამატებით დეტალებს სამართალდამცველები დღეს მოგვიანებით გაასაჯაროებენ.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ამჟამად ეჭვმიტანილის დაკითხვა მიმდინარეობს და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ეს ნორვეგიაში ყველაზე მასობრივი თავდასხმაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც ულტრამემარჯვენე ექსტრემისტმა ანდერს ბრეივიკმა ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა.

დატოვე კომენტარი