ნორვეგიაში მეწყრის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, 21 კი დაკარგულად ითვლება
ნორვეგიაში მეწყრის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა, 21 კი დაკარგულად ითვლება.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ნორვეგიის სამხრეთით მომხდარი მეწყრის შედეგად 20-მდე სახლი ჩამოინგრა. ევაკუაციის მიზნით, საცხოვრებელი სახლი 700-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.