ნორვეგიაში ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, ასობით ადამიანი ევაკუირებულია
ნორვეგიაში ძლიერმა წვიმამ მეწყერი გამოიწვია, ასობით ადამიანი ევაკუირებულია. ინფორმაციას „როიტერი” ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ძლიერმა ქარმა, ინტენსიურმა წვიმამ და მეწყერმა დაარტყა სკანდინავიის რეგიონის ზოგიერთ ნაწილს, დაამტვრია ელექტროგადამცემი ხაზები, დატბორა სოფლები და შეაჩერა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ქარიშხალი, რომელსაც „ჰანსს“ უწოდებენ, შვედეთს კვირას, გვიან საღამოს დაატყდა და ორშაბათს ნორვეგიამდე მიაღწია, დაზარალდა დანიისა და ფინეთის ნაწილიც.
სამხრეთ ნორვეგიაში წყალდიდობამ და მეწყერმა გადაკეტა გზები და შეაჩერა მატარებლების მოძრაობა. ქალაქ ვალდრესში მეწყერმა დაანგრია საცხოვრებელი სახლი. როგორც მედია წერს, შვედეთში სამგზავრო მატარებელი ავდრის გამო რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.